ვასილ მჟავანაძე (1902-1988)

ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). სკკპ წევრი 1927 წლიდან.

1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. 1939-1940 ფინელებთან ომის დროს ვასილ მჟავანაძე არმიის შტაბის კომისარი იყო. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, დივიზიის კომისარი, კორპუსის კომისარი,21ე და მეორე დამრტყმელი არმიების სამხედრო საბჭოს წევრი.1941-1943 წლებში ბლოკადის სრულ მოხსნამდე იყო ლენინგრადის ფრონტზე. 1945 წელს ომი პრაღაში დაასრულა, გენერალ ლეიტენენტის წოდებით.

1953-1972 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. 1957-1966 წლებში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი. 1966-1972 წლებში სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. ქალაქ თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა. იგი რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციის მომიზეზებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის 1 ხარისხისა და კუტუზოვის 1 და 2 ხარისხის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

დაკრძალულია ქალაქ თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.