ანდრია აფაქიძე (1914-2005)

არქეოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943-1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი (1952-1972), ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე (1972-1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-იდან). 

დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.