შალვა წინწალაშვილი (1960-2021)

პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს იყო აღნიშნული უნივერსიტეტის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, გურჯაანის აგურის ქარხნის ცვლის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ექსპერტ-ქიმიკოსი, „საქსოფლქიმიის“ გურჯაანის სარაიონო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.

დაკრძალულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში.

საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მიხეილ ამისულაშვილმა.