ენათმეცნიერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის პრეფექტი (1991), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი 2011-2021 წლებში. 1992-2012წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნათია ფუტკარაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.