ეთერ გუგუშვილი (1925-2005)

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.