თამაზ ნადარეიშვილი (1954-2004)

ქართველი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. დაიბადა და გაიზარდა სოხუმში. ჩააბარა სოხუმის უნივერსიტეტში, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში დაამთავრა. საბჭოთა კავშირის „პერესტროკის“ პერიოდში ჩაერთო საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აფხაზეთის ომის (1992-93) შემდეგ გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. იყო 1999 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. გარდაიცვალა გულის შეტევით 2004 წლის 31 აგვისტოს, 50 წლის ასაკში.