თემურ ქორიძე (1954-2017)

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი კრიტიკოსი და ლიტერატურის მკვლევარი. ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, უზენაესი საბჭოს წევრი და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იყო. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზო-პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ბესო გვაზავამ