ზაურ ქობალია (1940-2012)

პოლიტიკოსი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1963 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის დააპატიმრეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და უზენაესი საბჭოს «ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის» თავმჯდომარე.  დაკრძალულია ზუგდიდში.