აბაკელია ვაჟა (1948-2019)

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე. იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. პოლიტიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1971-1979 წწ. ქ. თბილისის პარტიული ორგანიზაციების მუშაკი; 1980-1990 წწ. მუშაობდა მოსამართლედ; 1991 წელს იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის სურათი აღებულია ბატონი ბესიკ ფიფიას YOUTUBE გვერდიდან.