რაფიელ ინგილო-ივანიცკი (1886-1966)

იურისტი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი. 1917 წლის ივნისში იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; არჩეული იყო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად და მდივნად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. გარდაიცვალა 1966 წლის 27 ივნისს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.