იოსებ გობეჩია (1879-1963)

პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. გარდაიცვალა 1963 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.