კონსტანტინე ჩოლოყაშვილი (1922-2013)

ისტორიკოსი, ეთნოლოგი. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი. 1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა — „საბრძოლო იარაღის წარმოების ისტორიისათვის საქართველოში“, დაიცვა 1959 წელს. მიღებული აქვს დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა რუსუდან ჩოლოყაშვილმა.