ზაქარია ქურდიანი (1909-1983)

არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. 1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის სპეციალობით. პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. იგი 1944-1953 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. შემდეგ, 1954-1970 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტში კოლეგიის წევრი იყო და ხელმძღვანელობდა ქალაქმშენებლობის სამმართველოს. დაკრძალულია თბილისში. საბურთალოს პანთეონში.

geonecropol.com