ანთიმოზ როგავა (1911-1977)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი. საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი. სოციალისტური შრომის ორგზის გმირი. 1938-1951წწ. და 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ზუგდიდის რაიონის ლენინის სახელობის და 1952-1960წწ. - "საქართველოს" სახელობის კოლმეურნეობების თავმჯდომარე; 1961-1968წწ. ხეცურის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით კოლმეურნეობებმა ჩაის მწვანე ფოთლის მაღალი მოსავალი მიიღეს. დაკრძალულია ზუგდიდში.