თეიმურაზ ბაგრატიონ მუხრანელი (1912-1992)

თავადი, ტოლსტოის ფონდის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე დაიბადა თავად კონსტანტინე მუხრან-ბატონის ოჯახში. მამა დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში. რევოლუციის შემდეგ ოჯახი გადავიდა შვეიცარიაში, ხოლო შემდეგ - იუგოსლავიაში. დაკრძალულია ნოვოდევეევოს რუსულ მონასტერში, ნიუ-იორკთნ ახლოს.