ალექსანდრე რუხაძე (1910-1990)

სსრკ-ს საავტომობილო მრეწველობის მინისტრის მოადგილე. 1972 წ. გახდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენებით და მედლებით. 1930 წლიდან მუშაობდა ქ. გორკის საავტომობილო ქარხანაში; 1943-1944 წწ. ქ. ვლადიმირის სატრაქტორო ქარხანაში მთავარ ინჟინრად. 1944-1950 წწ. მუშაობდა ქ. ოდესის “წითელი პროფინტერნის” ქარხნის დირექტორად და ავტოამკრები ქარხნის დირექტორად. 1950-1958 წწ. - ურალის საავტომობილო ქარხნის დირექტორი. 1958 წლიდან ჩელიაბინსკის სოვნარხოზის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; თავდაცვითი მრეწველობის დარგში სოვნარხოზის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, ახალ ტერიტორიაზე, კოლუმბარიუმი #146