ზეინაბ კედია (1921-2016)

გასული საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. ზეინაბ კედია, პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის მექი კედიას ქალიშვილი იყო. როცა კედია გასაბჭოების შემდეგ საქართველოდან წავიდა, მისი ცოლი ზეინაბზე იყო ფეხმძიმედ, ისინი სტამბოლში 4 წელი ცხოვრობდნენ და ზეინაბიც იქ დაიბადა.  ზეინაბ კედიას და ლევან ზურაბიშვილის შვილები არიან ოთარ ზურაბიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დაკრძალულია პარიზში, ლევილის სასაფლაოზე.