სანდრო გირგვლიანი (1978-2006)

"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე — ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.