გიორგი გრუზინსკი (1762-1852)

ბატონიშვილ ბაქარ ვახტანგის ძის შვილიშვილი, მოსკოვსა და ნიჟგოროდში მამულების მფლობელი. დაიბადა მოსკოვში. 1812 წლის სამამულო ომის დროს გამოთქვა მოსაზრება ჩამოეყალიბებინათ სახალხო მოხალისეთა არმია, რომელსაც თვითონვე ჩაუდგა სათავეში. არსებობს თქმულება, რომ გარდაიცვალა იმის გამო, თითქოს ვიღაც კაცმა მისალმების ნიშნად არ მოიხადა ქუდი. დაკრძალულია ნიჟგოროდში.