ფილანთროპი. ელისაბედ ჭავჭავაძე კავალერიის გენერალ ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძისა და მარიამ (კაკო) ჭავჭავაძის ასულია. ელისაბედი (ლიზა) საქართველოშივე გაჰყოლია ცოლად ბესარაბიელ თავად ივანე კონსტანტინეს ძე ლასკარს. დაკრძალულია კიშინიოვის ცენტრალურ „სომხურ“ სასაფლაოზე. მის საფლავს შემთხვევით გადააწყდა მოლდავეთში მოღვაწე ქართველი გიორგი კუტუბიძე. საფლავზე რკინის ჯვარიც იყო შემორჩენილი და წარწერებიც, მაგრამ როგორც უპატრონოს, მალე გაიმეტებდნენ ახალი საფლავისთვის. ეს რომ არ მომხდარიყო, გიორგი კუტუბიძის, რომელიც ორგანიზაცია „საქართველო-მოლდავეთის“ ხელმძღვანელია და მოლდავეთში საქართველოს ელჩის მერაბ ანთაძის მცდელობით მოხერხდა საფლავის აღდგენა. თანხის ნახევარი მოლდავეთმა გაიღო. 2015 წელს საზეიმო ვითარებაში გახსნეს ელისაბედ ჭავჭავაძის აღდგენილი საფლავი.