მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) (1909-1991)

ერისკაცობაში ვარლამ ავალიშვილი. 1975-1977 წლებში იყო მორჩილი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1978 წლის 23 აპრილს აღიკვეცა ბერად, 27 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 22 ივლისს - მღვდელმონაზონად, 28 ივლისს ხელდასხმულ იქნა მაწყვერელ-ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. იმავდროულად დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1978 წლის 14 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელად. 1986 წლის 24 ივნისს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს ჩამოართვა ეპარქია და გაუშვა პენსიაზე 1991 წლის 25 მარტს მიტროპოლიტი შიო გარდაიცვალა, მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის საპატრიარქო ტაძარში 30 მარტს წესი აუგო განსვენებულს, იგი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.