მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე) (1894-1982)

მანგლელი მიტროპოლიტი. გელათის მონასტერში გაიარა მედავითნის კურსები 1913 წელს, სწავლის კურსი დაასრულა თბილისის ფერიცვალების მონასტერში. 1910-1914წწ. მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად; 1914 წელს მედავითნედ გაიგზავნა სოფელ გრემისხევში; 1914-1917წწ. იყო სამხედრო სამსახურში; 1918 წელს ხელდასმულ იქნა მთავარ დიაკვნად სოფელ ატოცში; 1924-1949წწ. იყო საერო სამსახურში; 1952-1954წწ. ღვთის მსახურებას ეწეოდა სოფელ ალვანსა და ფშავში; 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური, სადაც აყვანილი იქნა დეკანოზის ხარისხში;1974 წლის 13 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის ლოცვა კურთხევით ხელდასხმულ იქნა მანგლისის ეპისკოპოსად; 1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ებოძა მიტროპოლიტის პატივი; 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად; დაკრძალულია სიონის ტაძრის ეზოში.