მიტროპოლიტი ათანასე, სქიმმიტროპოლიტი ეფრემი (1936-2012)

რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტი 1996 წლიდან, 1965 წელს ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს და ამავე წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ დიაკვნად აკურთხა და სახელი ანდრია უწოდა. 1986 წლიდან 1996 წლამდე ბოდბელი მთავარეპისკოპოსის წოდებას ატარებდა, ხოლო 1989 წელს მიტროპოლიტის ხარისხი მიანიჭეს. 1996 წლიდან 2009 წლამდე რუსთაველ მიტროპოლიტად იწოდებოდა. გარდაცვალებამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,  ილია II-მ დიდი სქემით შემოსა. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.