ეკატერინე გურამიშვილი და დიმიტრი სტაროსელსკი

ეკატერინე გურამიშვილი და დიმიტრი სტაროსელსკი

დიმიტრი სტაროსელსკი (1832-1884)

გენერალ-ლეიტენანტი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი.

დიმიტრი სტაროსელსკი 1877-1884 წლებში ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ბაქოდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს გვერდში ამოუდგა. მას საქართველო ძალიან უყვარდა, თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა და ილიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებაში დაეხმარა. როცა ილია ჭავჭავაძის ამ წამოწყებას წინ აღუდგნენ რუსი მოხელეები, დიმიტრიმ შეძლო, მეფისნაცვალი დაეთანხმებინა. ის იყო არამხოლოდ მეფისნაცვლის მოადგილე, არამედ მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი სენატორიც.

დიმიტრი ილია წინამძღვრიშვილსაც დაეხმარა სოფელ წინამძღვრიანთკარში სამეურნეო სასწავლებლის გახსნაში. იაკობ გოგებაშვილი დიმიტრი სტაროსელსკის შესახებ წერდა: “დასაფასებელია მისი მეტად ნათელი მიმართულება, უყვარს საქართველო, როგორც თავისი მეორე სამშობლო, რომელმაც ოჯახური ბედნიერება მიანიჭა”.

დაკრძალულია საგურამოს ღვთისმშობლის მიძინების (სიონის) ტაძარში. მის გვერდით დაკრძალულია მეუღლე - ეკატერინე გურამიშვილი. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამაზ შაინიძემ.