გურამ ქარქაშაძე (1946-2004)

პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე (1997-2000), საქართველოს შსს აკადემიის რექტორი, მეცნიერებათა კანდიდატი, თერჯოლის რაიონის გამგებელი. 2004 წლის 25 ნოემბერს, დილით თბილისში, საკუთარ სახლში ტაბელური იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.