ნესტორ კალანდარიშვილი (1874-1922)

ანარქისტი და რევოლუციონერი, რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე. მოღვაწეობდა ციმბირში. ციმბირის ისტორიაში შევიდა სახელებით: ,,ციმბირელი პაპა” და ,,პაპა ნესტორი”. მისი სახელობის ქუჩები დღემდე არსებობს ციმბირის ქალაქებში. 1921 წლის ოქტომბერში დაინიშნა იაკუტიის გუბერნიის შიარაღებული ძალების სარდლად. ნესტორ კალანდარიშვილი მოკლეს 1922 წლის 6 მარტს იაკუტსკის მახლობლად. დროებით დაკრძალეს იაკუტსკში, ხოლო იმავე წლის სექტემბერში გადაასვენეს ირკუტსკში.