პეტრე ჩხობაძე (1908-1978)

გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომში მსროლელი პოლკის და დივიზიის მეთაური, თბილისის მსროლელი დივიზიის მეთაური (1944-1956), ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე (1957-1963), დაჯილდოებულია 5 ორდენით, 10 მედლით. 1956 წლის 9 მარტს, პირველი ბრძანება მოსკოვიდან, გამოსვლების დარბევაზე, იმ დროის ერთადერთმა ქართულმა დივიზიამ მიიღო, რომელსაც გენერალი ჩხობაძე მეთაურობდა. იგი არ დაემორჩილა ბრძანებას, რის შედეგადაც ცოდა ხანში გააუქმეს ეს დივიზია. დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე.