ლექსო თორაძე (1952-2022)

მუსიკოსი.

დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი;

გარდაიცვალა 2022 წლის 11 მაისს, 69 წლის ასაკში. 31 მაისს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაკრძალულია თბილისში,დიდუბის პანთეონში.