აკაკი ბაბუნაშვილი (შავი პრინცი) (1971-2019)

რეპერი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა მეორე მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში „ოთხი ტარაკანა“. საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და ჰიპ-ჰოპის შექმნა დაიწყო, მუსიკალურ თემებს და ტექსტებს რეპერი თავად წერდა. რეპერი 2019 წლის 4 თე­ბერ­ვალს, 47 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­თუმ­ში, სადაც ხელოვანი ბოლო წლებში ცხოვრობდა. გარდაცვალების მიზეზი თირკმელების უკმარისობა გახდა. დაკრძალულია ქუთაისში.