გია ჭირაქაძე (1937-2017)

მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ტელეწამყვანი. წლების განმავლობაში იყო „ქართული ხმების“, შემდეგ ანსამბლ „დიელოს“ წევრი. 18 წელი იმუშავა საქართველოს ტელევიზიაში. ითვლება, რომ მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.