ცინუკი (ნინო) დადიანი (1916-1993)

ექიმი, მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1950 წელს. 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1961 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი; ასრულებდა ქალაქურ(ძველ თბილისურ) სიმღერებს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: "გამარჯობა, ჩემო თბილის–ქალაქო", "სიონში შევალ", "ჩემი აღმართი", "შენ რომ დამტოვე", "მაგნოლია"; სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით; იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის 60-90–იანი წლების თბილისში. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.