ნადეჟდა ხარაძე (1912-1999)

მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1936–1962წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესანიშნავი სცენური გარეგნობის, ლამაზი ტემბრის ხმის(ლირიულ–კოლორატურული სოპრანო) და სამსახიობო ნიჭის წყალობით მან შექმნა არაერთი ვოკალურ–სცენური სახე კლასიკურ ოპერებში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.