ვაჟა ჩაჩავა (1933-2012)

მუსიკოსი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი. 1960–1970წწ. იყო კამერულ–ვოკალური მუზიცირების ერთ–ერთი მოთავე საქართველოში; 1962-1977 წწ. და 1991 წლის იანვრიდან მუშაობდა პედაგოგად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტმეისტერად; 1977 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორის თანამდებობაზე. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.