ზაურ ბოლქვაძე (1933-2010)

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტი. „ქართულ ხმებში“ 1986 წლიდან მღეროდა. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი ”ქართულ ხმებთან” ერთად საქართველოსა და უცხოეთში გამართულ უამრავ კონცერტში მონაწილეობდა. ზაურ ბოლქვაძე 74 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.