ეთერ ჭაბუკიანი (1932-1968)

მოცეკვავე, საქართველოს დამსახურებული არტისტი დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1955 წელს. 1955–1968წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; განსაკუთრებით გაითქვა სახელი სენ–სანსის "მომაკვდავი გედის" და გლუკის "მელოდიის" შესრულებით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავზე გამოძერწილია მომაკვდავი გედის ქანდაკება.