ზურაბ სოტკილავა (1937-2017)

ოპერის მომღერალი, ტენორი, საქართველოსა და საბჭოთა სახალხო არტისტი (1979), პედაგოგი,თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (1965–1974), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (1974–2017), ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო აღებულია Mikhail Sokolovskyi- ის გვერდიდან.