თენგიზ სუხიშვილი (1938-2007)

მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1971). 1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1969 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი. 1958 წლიდან - სამხატვრო ხელმძღვანელი (ნ. რამიშვილთან ერთად). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.