ირინე ალექსიძე (1914-1996)

მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისში დაამთავრა მარია პერინის საბალეტო სტუდია(1930), მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი(1939), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1944-1961წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის წამყვანი სოლისტი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.