ცისანა ტატიშვილი (1937-2017)

საოპერო პრიმადონა (ლირიკო-დრამატული სოპრანო), საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1973), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979). ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეს შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.