ალექსანდრე სონღულაშვილი (1874-1934)

პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე. 1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით დააჯოლდოვეს. 1896-1924 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე. 1902 წელს თბილისში დააარსა ქართული ცეკვის პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში ედგა 1934 წლამდე.