ვასილ ხმალაძე (1901-1985)

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მუსიკოსი.

დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს (იურიდიული), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს(ვოკალური). 1924 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის პირველი სტიპენდიანტი; მღეროდა კ. მაღრაძის გუნდში; 1932–1934წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1930–1942წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1936 წლიდან თბილისის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი; 1934 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1942–1949წწ. ვოკალური კათედრის გამგე, დეკანი, 1939–1955წწ. პრორექტორი, 1941 წლიდან დოცენტი, 1946 წლიდან პროფესორი.

დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.