დავით თორაძე (1922-1983)

კომპოზიტორი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი, 1953 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(1973 წლიდან პროფესორი, საკომპოზიციო და ინსტრუმენტული კლასი); ძირითადად მუსიკალურ–თეატრალურ და სიმფონიურ ჟანრებში მუშაობდა; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.