შალვა მშველიძე (1904-1984)

კომპოზიტორი, საქართველოს სსრ-ს სახალხო არტისტი, სტალინის პრემიის ლაურეატი. 1929 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1942 წლიდან პროფესორი; სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1947 წლიდან იგი იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; ქართული ეპიკური სიმფონიზმის ფუძემდებელია. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.