თამარ ვახვახიშვილი (1894-1976)

კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის ვივალდის საკომპოზიციო კლასი. 1921-1926 წლებში იყო თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორი, ამავე დროს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მუსიკალური ნაწილის გამგე. 1933-1971 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, რომლის წამყვან თეატრებში მუსიკალურად გააფორმა მრავალი სპექტაკლი. თამარ ვახვახიშვილი იყო კოტე მარჯანიშვილის უახლოესი თანამშრომელი. მან დიდ ხელოვანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და ტრადიცია შეუქმნა თბილისის დრამატულ თეატრში მუსიკალური ხელოვნების ფართოდ დამკვიდრებას. შექმნა მუსიკა 100-მდე დრამატული სპექტაკლისათვის. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.