შალვა თაქთაქიშვილი (1900-1965)

კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1928 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1928 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას — ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში, რომლის პროფესორიც იყო 1941 წლიდან. შალვა თაქთაქიშვილმა საკომპოზიციო მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1922 წლიდან დაიწყო. იგი იყო საქართველოში კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის ერთ-ერთი პიონერი. მან შექმნა 2 სიმებიანი კვარტეტი, ორი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლონჩელო სიმღერები „ურმული“ და „იავნანა“. დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების“ დაარსებასა და ქართული სიმფონიური ორკესტრის შექმნაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.