ნიკოლოზ გუდიაშვილი (1913-1998)

კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1937 წლიდან იყო პედაგოგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1981 წლიდან კი პროფესორი; მუშაობდა თეატრალურ, სიმფონიურ კამერულ–საკრავიერ, კამერულ–ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.