ნოდარ გაბუნია (1933-2000)

კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). ჯერ კიდევ ოციოდე წლის ასაკში მან დიმიტრი შოსტაკოვიჩის მაღალი შეფასება დაიმსახურა, რომელმაც გაბუნია თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს მუსიკოსად შეაფასა. მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იგი თბილისში ბრუნდება და სათავეში უდგება თბილისის სახელწიფო კონსერვატორის საფორთეპიანო კათედრას. 1983 წელს გაბუნია კონსერვატორიის რექტორი ხდება და ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.