ჯარჯი ბალანჩივაძე (1941-2011)

პიანისტი, საქართველოს კამერული ორკესტრის ,,ორფევსის” სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.