ალექსანდრე ბუკია (1906-1976)

კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1972 წლიდან საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მუსიკის კონსულტანტია, 1948-1973 წლებში საქართველოს მუსფონდის გამგეობის თავმჯდომარე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.