გიორგი მიროტაძე (1970-1992)

ექიმი, სამხედრო პირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.

1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სანიტრად. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო "ფაკულტეტზე. 1992 წლის 20 ნოემბერს წავიდა მოხალისედ აფხაზეთში, როგორც "თეთრი არწივის" სამედიცინო სამსახურის სანიტარული ინსტრუქტორი, მე-4 კურსის სტუდენტი თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად – დაჭრილების საშველად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

1992 წლის 29 დეკემბერს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა აფხაზსკაიაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში, ბაბუას - სოკრატ არშბას გვერდით.